
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას“ მშვიდი ცხოვრება აღარ ექნება, ამაზე არავინ არ იფიქროს. როგორც ყველასთვის ცნობილია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ამ არჩევნებს არავინ აღიარებს, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები, როგორც ასეთი, იქნება მცირე რაოდენობის, იქნება საშუალო რაოდენობის და რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი რაოდენობის – ასეა აქციების ბუნება.
“ეს აქციები გაგრძელდება, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს. “ქართულ ოცნებას“ მშვიდი ცხოვრება აღარ ექნება, ამაზე არავინ არ იფიქროს. როგორც ყველასთვის ცნობილია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ამ არჩევნებს არავინ აღიარებს და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართული ოცნება“ უნდა შეეგუოს დამარცხებას და დათმოს პოზიციები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სწორ ნაბიჯებს დგამენ, საპროტესტო აქციები, როგორც ასეთი, იქნება მცირე რაოდენობის, იქნება საშუალო რაოდენობის და რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი რაოდენობის, ასეა აქციების ბუნება, რადგან, აუცილებლად გამოვა ქუჩაში 100 000 კაცი, მეტიც, რადგან ეს გამარჯვება საქართველოს და ქართველ ხალხს ეკუთვნის და არა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს