
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას. ირიბი მინიშნებაა, რომ ომი არ იქნებოდა, უკრაინას პროვოცირება რომ არ მოეხდინა. ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას. აი, ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ის არის რუსეთის მოკავშირე და ის ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს თუ გვინდა, ქვეყანა დაადგეს ევროპული განვითარების გზას ” , – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, “დადგა დრო, აგვისტოს ომში დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი”.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს