რომან გოცირიძე – “ქართული ოცნება” მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს, მაგრამ ისეთ საკითხებს, რაც ამ პარტიის ძალაუფლებას შეარყევს, არ შეასრულებს


ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში არ ჩანს, როგორ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება და ამ მხრივ არსებული რეკომენდაციების შესრულება. ფურცელნახევრიანი ნაგლეჯიდან ევროკავშირის რეკომენდაციების მაღალი სტანდარტით შესრულება ვერ დავინახე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესრულება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ უნდა გაძნელებოდა. ამ რეკომენდაციებით პარტნიორები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გვიბიძგებენ და ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ესეც კი არ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივადაც არ იყო შესრულებული. შესასრულებლად ელემენტარულია ცხრა რეკომენდაციაც. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის სტანდარტი ისე დაბლა დასწიეს, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების აკრძალვამდე დაიყვანეს.
“ქართული ოცნება” მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს, მაგრამ ისეთ საკითხებს, რაც ამ პარტიის ძალაუფლებას შეარყევს, არ შეასრულებს. “ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს, დოკუმენტი ელემენტარული რაღაცების შესრულებამდეა დაყვანილი“, – განაცხადა გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

კახა კალაძე – “ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გამარჯვებისთვის

რომან გოცირიძე – საქართველოს ხელისუფლებას და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს არ აპატიებს ქართველი ხალხი

“ქართული ოცნება” – ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას