Logo

რომან გოცირიძე – “ქართული ოცნების“ პაიკები ცდილობენ ასიამოვნონ ივანიშვილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის სახალხო პარტია მისთვის სანქციების დაწესებას აპირებს

პოლიტიკა
1413
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ პაიკები ცდილობენ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის სახალხო პარტია მისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, – ამის შესახებ  Front News-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა  რომან გოცირიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” “ომი გინდას“ თემა „ისტორიას გვართმევენ“ თემით ჩაანაცვლეს.  

 

“სალომე ზურაბიშვილმა დასცინა „ქართულ ოცნებას“ და განაცხადა,  რომ არ ეგულება არც ევროპაში და არც ქვეყნის შიგნით ისეთი ძალა,  რომელსაც ომი უნდოდეს.  მიხვდნენ,  რომ  „ომის გინდას“ თემა დაუძველდათ და ახალი გააქტიურეს – „პატრიოტიზმს და ისტორიას გვართმებენ“, ერეკლე მეფე თურმე ვიღაცამ გააკრიტიკა და ამათ „ალტ-ინფოელების“ ბნელი იდეოლოგიით დაიწყეს ისევ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. ისევე როგორც  ამას აკეთებდნენ დავით გარეჯის თემით, რომელიც მხოლოდ მანიპულაციურ მიზნებს ემსახურებოდა და რეალურად,  ამ საკითხზე არაფერი არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა გოცირიძემ. 

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ შუღლს და სიძულვილს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაფარად აღვივებს.   

 

“ნაცვლად იმისა,  რომ ქვეყნის ისტორიული ბედი წყდება და „ქართულ ოცნებას“ რიტორიკა შეეცვალა, აღვივებს სიძულვილს,  შუღლს და ძალადობას.  კობახიძე და სხვები არიან პაიკები, ან ივანიშვილის დავალებით მოქმედებენ,  ან წინსწრებით ხვდებიან, მას რა მოეწონება და  ცდილობენ  ასიამოვნონ, განსაკუთრებით, მას შემდეგ,  რაც ცნობილი გახდა,  ევროპის სახალხო პარტია აპირებს ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების მოთხოვნას“- განაცხადა გოცირიძემ.  

 

მედიის  ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტის თანახმად, პარტია  აპირებს მხარი დაუჭირს საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას და ამასთანავე მოითხოვოს  სანქციების დაწესება ივანიშვილის წინააღმდეგ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები