
ავტორი
Front News საქართველო
“სად არის ჩვენი კანონპროექტები? ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შვიდამდე მომზადებული კანონპროექტი და რატომ არ იხილება დღეს?“ – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან სასესიო კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა.
“ეს კანონპროექტები არ იხილება იმის გამო, რომ “გაჭედელია“ კომიტეტებში. არღვევთ რეგლამენტს! არღვევთ კონსტიტუციას! რომელი კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია კონსტიტუცია, კანონები. არ არსებობს პარლამენტი, პროკურორი პროკურორს არა ჰგავს და მოსამართლე – მოსამართლეს.
კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ ჩვენ კანონპროექტები წარმოვადგინოთ და განვიხილოთ პარლამენტში. ამიტომ მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ხელოვნურად იმ საკითხების შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა, ვინაიდან თქვენ გეშინიათ ხალხის, გეშინიათ იმის, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოება მოისმენს და გაიგონებს იმ კანონპროექტებს, რომლებიც სჭირდება დღეს ქვეყანას და რომელიც არ გჭირდებათ თქვენ“, – მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობას.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს