
ავტორი
Front News საქართველო
“ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვეტოს დაძლევით გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა.
“თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ ეროვნული ბანკი გადააქციოთ იუსტიციის საბჭოდ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორც მურუსიძეა. გინდათ ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს