რომან გოცირიძე – რა გავიგეთ ახლა? სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკურ ბაღში სეირნობდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ახლოსაა

ავტორი
Front News საქართველო
რა გავიგეთ ახლა? სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკურ ბაღში სეირნობდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ახლოსაა, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
“ამ დროს ბიძინა ივანიშვილი იმყოფება (ანუ ცხოვრობს) აბასთუმნის რეზიდენციაში, მაგრამ დაავიწყდა მისი ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის თან წაყვანა. სად იყო და სად არა, ეს ძაღლი ბოტანიკური ბაღის საფეხმავლო გზაზე გადაეყარა სალომე ზურაბიშვილის ძაღლს, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ასეირნებდა და ცხოველები ერთმანეთს გამოესაუბრნენ. მთელ ფეისბუკსაზოგადოებას და პოლიტსაზოგადოებას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ძაღლები ერთმანეთს მათი პატრონების აზრებს უზიარებდნენ.
კონსპიროლოგიით შეპყრობილი ჩვენი ფეისბუკსაზოგადოების და პოლიტსაზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს მთელი დღეა, ახალი სალაპარაკო მიეცა. როცა ტელესიუჟეტიდან მიხვდებიან, რომ ძაღლები პოლიტიკაზე კი არა, არამედ მხოლოდ ბოტანიკური ბაღის სილამაზეებზე საუბრობდნენ, თუ შერცხვებათ ნეტავ?” – წერს გოცირიძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Froman.gotsiridze%2Fposts%2Fpfbid02D5vaJ6pyxpsdgHh21ncLGUjhHnQYwrbXqpESnL9uHRjMkhcLsCyEUDMZipgeH1Y3l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”426″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
რომან გოცირიძე




