რომან გოცირიძე – რატომ საუბრობენ გადადებაზე არ ვიცი, ყველას გვაქვს განწყობა, რომ ეს დასრულდეს ახალ წლამდე


ავტორი
Front News საქართველო
“მიშა ავადაა და რა გეარჩევნებათ“, ეს არაა არგუმენტი. რატომ საუბრობენ გადადებაზე, არ ვიცი, ყველას გვაქვს განწყობა, რომ ეს დასრულდეს ახალ წლამდე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ როგორი სისტემით ჩატარდეს არჩევნები, ამის გადაწყვეტას 10 წუთი ჭირდება.
“არ ვეთანხმები არჩევნების გადადებას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ნუ მივაბამთ ამ პროცესს. ახლა არჩევნების ჩაშლა ნიშნავს პროცესების გაგრძელებას. იანვარში შემდეგ ვერაფერი არჩევნები ვერ შედგება, შემდეგ გადაიწევს თებერვალში, კიდევ შიდაპარტიული წინააღმდეგობა გაგრძელდება, ნუ ვიტყუებთ თავს, რომ ეს პარტიას გააძლიერებს.
რა ფორმით ჩატარდება არჩევნები, ყველაფერ ამას ჭირდება 10 წუთი, კენჭისყრა პოლიტსაბჭოზე. თუ ავირჩევთ „ფეისბუქს“, იქ გავმართავთ სისტემას, თუ ავირჩევთ „ბლოკჩეინს“, იქ დარეგისტრირდება მსურველი, ვერავითარ წინააღმდეგობას პირადად მე ვერ ვხედავ და ამდენდღიანი კონსულტაციები რა საჭიროა, არ ვიცი. თავად გაჟღერება იმის, რომ შეიძლება ეს გადაიდოს და ამ გადადებას შემდეგ მოუძებნონ „ობიექტური“ არგუმენტები – „მიშა ავადაა და რა გეარჩევნებათ“, ეს არაა არგუმენტი. რატომ საუბრობენ გადადებაზე არ ვიცი, ყველას გვაქვს განწყობა, რომ ეს დასრულდეს ახალ წლამდე. ეს პროცესი უნდა დამთავრდეს ცივილიზებულად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე