Logo

რომან გოცირიძე – რაც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

პოლიტიკა
387
Frontnews image description

რაც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა გუშინ  განაცხადა, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ნათლად აჩვენებს, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო „ ქართულმა ოცნებამ“ სამედიცინო დარგი. ის, ამბობს, რომ სანამ მინისტრი გახდებოდა, ეს სისტემა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 9,5 წლის განმავლობაში იყო საშინელ მდგომარეობაში და ამბობს სიტყვებს: აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა. რა დახვდა ასეთი და სად არიან წინამორბედი მინისტრები? – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

რომან გოცირიძის განცხადებით, ყოფილი მინისტრი სერიოზულ განცხადებებს აკეთებს.

 

“ამბობს, რომ მძლავრი დაჯგუფებების ბიზნეს ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს. დანაშაულია ის, რაზეც იგი წერს: საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა  დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანა. მინიმუმ 60 ონკოლოგი არის ჩართული ამ საქმეში. იმას კი არ ამბობს, ჩართული იყოო, არამედ ახლაც არის ჩართულიო. წარმოგიდგენიათ? 60 ონკოლოგს, საშუალოდ, 100 პატიმარი ხომ ეყოლება? 6000 და შეიძლება უფრო მეტიც მოიხმარდა ისეთ მედიკამენტებს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათო და შეიძლება დღემდე მოიხმარს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები