რომან გოცირიძე – რაც უფრო მეტს იყვირებენ, რომ დასავლეთი ოპოზიციას უჭერს მხარს, მით უფრო ეხმარებიან ამომრჩევლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში


ავტორი
Front News საქართველო
საცოდავმა ქოცპროპაგანდამ მათი რომელიმე ერთი მესიჯი ერთ კვირაზე მეტი ვერ შეინარჩუნა და იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. ბოლო ასეთი “მიმწოლი” და ჩამჭრელი კითხვაა, ერევა თუ არა ამერიკა და ევროკავშირი ჩვენს შიდა საქმეებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ძალიან მარტივადაა საქმე: მთელ დემოკრატიულ სამყაროს უნდა “ქართული ოცნების” დამარცხება ამ არჩევნებში.
“საცოდავმა ქოცპროპაგანდამ მათი რომელიმე ერთი მესიჯი ერთ კვირაზე მეტი ვერ შეინარჩუნა და იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. ბოლო ასეთი “მიმწოლი” და ჩამჭრელი კითხვაა, ერევა თუ არა ამერიკა და ევროკავშირი ჩვენს შიდა საქმეებში, რადგან ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ, ასანქცირებენ ემუქრებიან და ა. შ.
ძალიან მარტივადაა საქმე: მთელ დემოკრატიულ სამყაროს უნდა “ქართული” ოცნების დამარცხება ამ არჩევნებში. ყველას უნდა, რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ასხამს თუ არა წყალს ოპოზიციის წისქვილზე ხელისუფლების კრიტიკა დასავლეთის მხრიდან? კი. შეგნებულად კეთდება? კი. ასუსტებენ თუ არა “ოცნებას”? კი. არის თუ არა ეს შიდა საქმეებში ჩარევა? არა.
საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, აქვს აღებული ბევრი ვალდებულება დემოკრატიის დაცვის კუთხით. ამის გამო იღებს დიდძალ, მათ შორის ფინანსურ დახმარებებს. თუ ხელისუფლება ღალატობს ხალხს და არღვევს შეთანხმებებს, ამაზე აუცილებლად მოხდება მკაცრი რეაგირება, მეგობარ სახელმწიფოთა რიგებიდან მოკვეთის ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლებას არა ჰყავს მეგობრები, გარდა რუსეთისა. ლუკაშენკოც კი არ უდგას გვერდით, რადგან თავისი ვირეშმაკული ჭკუით, იმედი აქვს დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის.
რაც უფრო მეტს იყვირებენ, რომ დასავლეთი ოპოზიციას უჭერს მხარს, მით უფრო ეხმარებიან ამომრჩევლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, – წერს გოცირიძე
თაგები:
რომან გოცირიძე

“რაც მეტს დაგვიჭერენ, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი”

რატი იონათამიშვილი – რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია

რატი იონათამიშვილი – რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი, მით უფრო სასოწარკვეთილებას არის მიცემული რადიკალური ოპოზიცია