
ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ. რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელია სიცრუე და ღალატი.
“ქართული ოცნება” თავის ტრადიციას არ ღალატობს. ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია. ეუთოს რეზოლუცია უკვე მიღებულია, გვაქვს ტექსტი, რომელიც მალე გავრცელდება. არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ “ქართული ოცნება” აპროტესტებს. სამაგიეროდ, არის უმძიმესი ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება. კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ” რუსული”, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ქართულმა ოცნებამ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: “რეზოლუციას – ” ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში – საპარლამენტო პერსპექტივა” დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე”.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს