რომან გოცირიძე – როდესაც ადამიანი რამეში დამნაშავეა, ამას სასამართლო ადგენს, ქართული სასამართლო კი არა, ევროპული

ავტორი
Front News საქართველო
ვიღაცამ სტატია დაწერა და შემდეგ დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“არ ვიცი, რა ინფორმაციაა და რა ფილმი გავრცელდა. ზოგადად, როდესაც ადამიანი რამეში დამნაშავეა, ამას სასამართლო ადგენს. ქართული სასამართლო კი არა, ევროპული. ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა. ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ამიტომ, წინასწარ თქმა, რომ ხომ ხედავთ, ვიღაცამ ეს სტატია დაწერა და მერე დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში. შეიძლება, ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც, მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზე მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ “ბიბისის“ დონის ტელევიზიაში ნებისმიერი სიუჟეტი თუ არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ, თუ იქნება სასამართლოს ვერდიქტი. არ არის გამორიცხული, “ბიბისის“ იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა.
საქართველოში რომ კეზერაშვილს ქოლცენტრი დაეფუძნებინა, ეს სუს-მა არ იცოდა? რისი სუს-ია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი ქოლცენტრი, სადღაც კორპუსში და ამას საქართველოს მთავრობა, ჩვენი უშიშროება და პოლიცია ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდეს ციხეში. ეს ისტორია ხომ ასჯერ გაგიგიათ, რომ თბილისში ქოლცენტრი არსებობდა. სად იყო სუს-ი, შსს? სად არის ერთი მტკიცებულება თბილისში არსებულ ქოლცენტრთან დაკავშირებით რომ ჰქონდეთ კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?!“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე




