
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული აზრია. როგორც ჩანს, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ოპოზიციური პარტიების განცხადებები მოვისმინეთ, ამიტომ ამ ეტაპზე ეს თემა უკვე აქტუალური არ არის. სამომავლოდ ვნახოთ, როგორ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ ფლანგზე ერთსულოვნება იქნებოდა, ჩვენ მხარს დავუჭერდით. ამ მომენტში პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან ვხედავთ, რომ 50 ხელმოწერა არ გროვდება. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის სრული მხარდაჭერა იქნება და 50 ხმა საჭირო, ჩვენ იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს