
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ივანიშვილს დადებული აქვს პირობა რუსეთის წინაშე, რომ უკრაინას ნულოვანი დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ჰუმანიტარულ დახმარებაზე ერთთვიანი დუმილი არის საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი.
“სამარცხვინოდ რომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, ეს არახალია, მაგრამ თუ აქამდე დაეცემოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. თავის მოჭრაა ქვეყნისთვის, როცა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ელემენტარულად, გენერატორებითაც კი არ ეხმარება.
როგორც ჩანს, ივანიშვილს დადებული აქვს პირობა რუსეთის წინაშე, რომ უკრაინას გაუწიოს ნულოვანი დახმარება“, – განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს