რომან გოცირიძე – რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილი გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას ბიუჯეტში ძირითადად აქცენტი აღებული აქვს სოციალურ ნაწილზე და აცხადებს, რომ უამრავი კორუფციული თუ სხვა ისეთი ხარჯებია ჩადებული, რომელიც შემდეგ “ქართული ოცნების”, ან სხვა სახის ბიზნესების ჯიბეში დაილექება.
“ბიუჯეტში ძირითადად აქცენტი აღებული აქვთ სოციალურ ნაწილზე და ჰგონიათ, რომ ეს იმდენად მიმზიდველია, რომ ჩვენი მოქალაქეები აღფრთოვანებულები დარჩებიან. სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ახლა ვსწავლობთ ბიუჯეტს დაწვრილებით და უამრავი კორუფციული და ისეთი ხარჯებია ჩადებული, რომელიც პირდაპირ შემდეგ “ქართული ოცნების”, თუ სხვა სახის ბიზნესების ჯიბეში დაილექება. ერთი სამარცხვინო მაგალითია, რომ საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა 1000-ლარიან პენსიას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწევთ. პენსია 200 ლარით რომ გაიზარდოს, ამ ტემპით უნდა 10 წელი. ძალიან დამამცირებელია ეს პენსიონერებისთვის.
განახევრდა გრანტები. ეს უკვე არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი. ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული. როგორც კი სანქციები დაედება ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ეს ყველაფერი გაიყინება. არა მხოლოდ გრანტები, არამედ მთლიანად აღმოჩნდება ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში. ამიტომ, რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილი გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

გიორგი გახარია – “ოცნებამ” არ იცის როგორ მართოს ეს ქვეყანა და “ნაცები” ჩასაფრებულები არიან როდის ამოაყირავონ ქვეყანა

რომან გოცირიძე – რატომ საუბრობენ გადადებაზე არ ვიცი, ყველას გვაქვს განწყობა, რომ ეს დასრულდეს ახალ წლამდე

რომან გოცირიძე – ამ აბსურდულ სიბრიყვეს რომ მოიფიქრებ და მერე აკადრებ ამომრჩეველს, რომ დაიჯეროს, ხარ ქვეყნის მტერი და ფსკერამდე უზნეო