რომან გოცირიძე - საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფო რეფორმა

ავტორი
Front News საქართველო
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის დღეც მოგვადგა. თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული იღებს თვეში შემოსავალს (არა მარტო ხელფასს, მაგ. იჯარიდანაც) 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფო რეფორმა.
"ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის დღეც მოგვადგა. თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული იღებს თვეში შემოსავალს (არა მარტო ხელფასს, მაგ. იჯარიდანაც) 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი.
თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი. ასეთი საქართველოში ლამის ყოველი მეორე ოჯახია.
მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამაპაპისეული სახლი, ავტოფარეხი,მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა, არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.
ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.
20 წელზე მეტი გავიდა რაც ეს გადასახადი შემოვიდა (ჩემი ხელით დაწერილი ნაწილია ეს თავი კოდექსში). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.
საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ აგერ უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რომ 31 ოქტომბრამდე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნეს გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს.
დევს ჩემი კანონპროექტი პარლამენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმიზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო (არაფერია შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი). დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლებად აყვანილები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


