Logo

რომან გოცირიძე – სადაც ღარიბაშვილი ჩავა, ის ქვეყანა ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადო, არის აბსურდი

პოლიტიკა
426
Frontnews image description

სადაც ღარიბაშვილი ჩავა, ის ქვეყანა ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადო, არის აბსურდი. ახლა ყაზახეთია რიგში, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

 

“სხვათა შორის, ბათუმის პორტი, კავშირგაბმულობა (“სილკნეტი” ) და ბევრი  სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი ყაზახებს წინა ხელისუფლებამ მიჰყიდა და სწორედ მაშინ მოხდა ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება (პრეზიდენტი ნაზარბაევიც იყო საქართველოში).

 

მეორე სუნთქვა გაეხსნა ყაზახეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ტრასას, რომელიც თავის მხრივ, ე. წ. “აბრეშუმის გზის” ნაწილია და ახლა ესენიც “პრორუსულ” პროექტად  წარმოაჩინო, მაშინ როცა სინამდვილეში რუსულის ალტერნატივაა, არის სისულელე.

 

პოლიტიკოსებიც ხომ ტელეკომენტატორებად იქცნენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს”, – წერს გოცირიძე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები