Logo

რომან გოცირიძე – საგარეო უწყებამ უნდა განმარტოს, რას ნიშნავს “სტრატეგიული პარტნიორის” ჩინეთის მხრიდან მსგავსი არა კეთილმეგობრული საქციელი

პოლიტიკა
1537
Frontnews image description

კავკასიაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება. სომხეთი სცილდება რუსულ ორბიტას. ამის ერთ-ერთი კარგი შედეგი არის გაეროში საქართველოსთვის ხმის მიცემა პირველად, რაც ამ საკითხზე, ლტოლვილების დაბრუნებაზე,  კენჭისყრა იმართება – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გაეროს მიერ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რას ნიშნავს “სტრატეგიული პარტნიორის” (ჩინეთის) მხრიდან მსგავსი არა კეთილმეგობრული საქციელი

 

“ჩინეთთან ურთიერთობა კი არ ამართლებს მისი დასახელების, სტრატეგიულობის შინაარსს. განზრახულობათა დოკუმენტზე სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ჩინეთის მხრიდან შეგნებულად არ იქნა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. იყო ზოგადი ფორმულირება, რომ ჩინეთი პატივს სცემს გაეროს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს. ამის შესახებ ოპოზიცია თავის დროზეც მიუთითებდა. მსგავს განცხადებას ჩინეთი უკრაინასთან დაკავშირებითაც აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში რუსეთს ეხმარება, არც შვეიცარიაში გასამართ მშვიდობის სამიტზე აპირებს მონაწილეობის მიღება, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის გამო დღეს გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რას ნიშნავს “სტრატეგიული პარტნიორის” მხრიდან მსგავსი არა კეთილმეგობრული საქციელი. სტრატეგიული ობიექტების (მაგ. ანაკლია) უპირობო გადაბარებას?” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები