რომან გოცირიძე – სახლიდან მოუწევთ ფულის მოტანა, დადგება ასეთი დროც

ავტორი
Front News საქართველო
კალაძის მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება რუსულ მხარესთან არის საიდუმლო, რადგან ყველგან დევს კორუფციული ინტერესები – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ რუსულ “ინტერ რაოსთან” წაგებული საქმის კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, კალაძეს ქვეყნისათვის მოპარული მოლიონების მოტანა სახლიდან მოუწევს.
“საქართველომ 300 მილიონი ლარი დაკარგა თელასთან. კალაძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით იზარალა ქვეყანამ და მოიგო კალაძის კომპანიამ, რომელიც ზის მასთან დაახლოებული პირის სახით. კალაძის მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება რუსულ მხარესთან, მათ სორის გაზპრომთან, რომელთანაც ხელახალი გადაფორმებული კონტრაქტის გამო წელიწადში ათეულობით მილიონს ვკარგავთ, ყველა არის საიდუმლო, რადგან ყველგან დევს კორუფციული ინტერსები.
არავინ იცის, რას მოაწერა 2013 წელს კალაძემ ხელი. სახლიდან მოუწევთ ფულის მოტანა. შემდეგ პერიოდში ასევე დამნაშავეა “თელასი”, რომელიც მანიპულირებდა ელექტროენერგიის ფასებით საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე. “თელასის” ყველა თავმჯდომარე ნარმანიათი დამთავრებული, მისი წინამორბედი, კახა კალაძე და ბევრი სხვა არის ამაში დამნაშავე და სახლიდან მოუწევთ ფულის მოტანა, დადგება ასეთი დროც”, – განაცხადა გოცირიძემ.
“საქართველომ რუსულ “ინტერ რაოსთან” დავა წააგო. საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ ენერგოგიგანტთან სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო. საქმე ეხება კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდის საქმეს, რა დროსაც საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა.





