რომან გოცირიძე – სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, ქვეყნის ბედი წყდება


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, ეს აღარ არის უკვე მხოლოდ ნიკას საკითხი, ქვეყნის ბედი წყდება, – ამის შესახებ Front News-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მედიამენეჯერის დაკავება დააზარალებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
“ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ძალიან ცუდი საერთაშორისო რეზონანსი ექნება, ფაქტობრივად ვუახლოვდებოდით ავტორიტარულ რეჟიმს. ტელეკომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის დაკავების ფაქტი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ვითარებას, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. არც ის არის გამორიცხული, რომ ჩაგვხსნან საერთოდ და უკრაინას და მოლდოვას ჩამოგვაშორონ. ამიტომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე პასუხს აგებს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მან უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, მისი განცხადების მიუხედავად, ეს აღარ არის უკვე მხოლოდ ნიკას საკითხი და ქვეყნის ბედი წყდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ის არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება ამ კრიტიკულ პერიოდში შეგნებულად „ქართულმა ოცნებამ“ გამიზნულად მიიღო.
“ბიძინა ივანიშვილმა ამჯობინა შურისძიება, არ არის გამორიცხული, რომ შეგნებულად გააკეთა ეს, მაშინ როდესაც წყდებოდა ევროკავშირში საქართველოს განაცხადის განხილვა. ამდენი წელი წელავდნენ ამ სასამართლო პროცესს და რაღა ახლა მიიღეს გადაწყვეტილება? როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი იმაზე მეტადაა რუსეთზე დამოკიდებული, ვიდრე ვინმეს ეგონა“, – განაცხადა გოცირიძემ.


ნიკა ჩიტაძე – პრეზიდენტს თუ თავმოყვარეობა აქვს და გულწრფელია, როდესაც საუბრობს ევროპულ ინტეგრაციაზე, აუცილებლად უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია

რომან გოცირიძე – დღესვე უნდა გაუქმდეს უკანონო ბრძანებულება, თურნავამ უნდა დატოვოს ეროვნული ბანკი, დაიწყოს ქუჩის აქციები

რომან გოცირიძე – შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია