
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ქვეყნის მომავლისათვის ძალიან საშიში ძალაა, ის უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” უზნეო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ ეშვება.
“ქართული ოცნება” ქვეყნის მომავლისათვის ძალიან საშიში ძალაა, ის უნდა დამარცხდეს. ეს უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი სამ თვეში მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს. სამ თვეში უხეირო, კომიკური და მოღალატეობრივი რეჟიმი დასრულდება.
“ქართული ოცნება” უზნეო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ ეშვება. დასავლელი მეგობრების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ სიცრუეა “გლობალური ომის პარტიისა” და ომში ჩათრევის შესახებ რიტორიკა, რასაც “ქართული ოცნება” დასავლეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყენებს, ასეთი შინაარსის რიტორიკა მაინც გრძელდება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს