
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოსი შემორჩა, მაგრამ მხოლოდ მისასალმებელია, ვინც საქართველოს სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, რომელიც პრორუსულ პოზიციებზეა, ხელს უშლის დასავლეთს უკრაინისადმი დახმარებაში, გამოხატული აქვს ანტიუკრაინული პოზიცია, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს თუ დაუჭერს, არის კარგი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოს შემორჩა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს – მხოლოდ მისასალმებელია, ვინც საქართველოს სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს