რომან გოცირიძე - სამუშაო ძალის ახალგაზრდა ნაწილი ტოვებს ქვეყანას, ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან

ავტორი
Front News საქართველო
სამუშაო ძალის ახალგაზრდა ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ხელისუფლება კი მანიპულაციას ეწევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, 2023 წელს ქვეყანა საქართველოს 71 584-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. 2012-2023 წლებში კი საქართველოს 316 550 მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც კახეთის მოსახლეობას (300 ათასი კაცი) აღემატება.
"საქსტატის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 2,5 პროცენტით შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზი არის ემიგრაცია. სამუშაო ძალის ახალგაზრდა ნაწილი ტოვებს ქვეყანას.
2023 წელს ქვეყანა საქართველოს 71 584-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.
2012-2023 წლებში კი საქართველოს 316 550 მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც კახეთის მოსახლეობას (300 ათასი კაცი) აღემატება.
2024 წელს ქვეყანა დატოვა (ანუ ემიგრანტის სტატუსით უცხოეთში დარჩა) 64 594 ადამიანმა, დაბრუნდა 65 436 ადამიანი. პირველი შემთხვევაა ბოლო წლებში ( თუ პანდემიის წლებს არ გავითვალისწინებთ), რომ მიგრაციის სალდო საქართველოს მოქალაქეების მიხედვით თითქმის ნულის ტოლია. მიუხედავად ამისა, ქვეყნიდან ძირითადად გადიან ახალგაზრდები, რომლებიც აღირიცხებიან სამუშაო ძალის აქტიურ ნაწილად, რაც ასევე ამცირებს უმუშევრობის მაჩვენებლებს სტატისტიკურად.
გარდა ამისა, რუსეთის ( ასევე ბელარუსის, უკრაინის და სხვა ქვეყნების) მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, საერთაშორისო სტატისტიკით ითვლებიან საქართველოს სამუშაო ძალის ნაწილად და შესაბამისად, დასაქმებულებად.
ამისთვის, რომც არ მუშაობდნენ, საკმარისია აქ თუნდაც დარეგისტრირდნენ ინდმეწარმედ, ერთი ლარი ჩაერიცხოთ ანგარიშზე და უკვე დასაქმებულად ითვლებიან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ხელისუფლება კი მანიპულაციას ეწევა", - წერს რომან გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე




