რომან გოცირიძე - სანქციები იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლაა, სამწუხაროდ, არ შეეხება, ვინაიდან 51%-ზე მეტის მფლობელობაში არსებული კომპანიები სანქცირდება


ავტორი
Front News საქართველო
სანქციები იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლაა, სამწუხაროდ, არ შეეხება, ვინაიდან 51%-ზე მეტის მფლობელობაში არსებული კომპანიები სანქცირდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკში" 35%-ის მფლობელი დარჩა.
"წილების გადანაწილებით ისე გააკეთა, რომ მისი შვილი უტა ივანიშვილი არ ფლობს 35%-ზე მეტს იმ სტრუქტურაში, რომელიც ბანკს აკონტროლებს და დანარჩენი 65% გადაანაწილა, დაახლოებით 15-მდე ადამიანებზე, რომლებიც არ ვიცით, ვინ არიან. 5% რომ ყოფილიყო მათი წილი, მაშინ აუცილებელი იქნებოდა ეროვნულ ბანკში ინფორმაციის გამჟღავნება.
ასე რომ, ერთი მხრივ, გადამალა 65%, მეორე მხრივ კი შვილის წილი შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლაა, სამწუხაროდ, არ შეეხება, ვინაიდან 51%-ზე მეტის მფლობელობაში არსებული კომპანიები სანქცირდება, როგორც წესი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი მფლობელობის დოკუმენტაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" 100%-ის წილს აღარ ფლობს. განახლებული დოკუმენტაციის თანახმად, უტა ივანიშვილი ამ ორგანიზაციებში 35%-ის წილის მფლობელია.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს