
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ” საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა და ამით თითქოს დაამტკიცა, რომ საქართველო რუსეთს არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არასერიოზული არგუმენტები მოჰყავთ ამის დასამტკიცებლად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სანქციების გვერდის ავლა ხდება არა საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსეთში ექსპორტით, არამედ სანქცირებული ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში შეტანით. ეს ხდება ნაწილობრივ რეექსპორტის, ძირითადად კი ტრანზიტის გზით.
მაგალითად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი გასულ წელს გაიზარდა ასი პროცენტით. ძირითადად ეს ხდებოდა თურქული პორტებიდან ტვირთების ნოვოროსისკიში გადატანის, აგრეთვე საქართველოს სახმელეთო გზის გამოყენებით. კარგადაა ცნობილი, რომ თურქეთი გახდა რუსეთისთვის ე. წ. პარალელური იმპორტის მთავარი ჰაბი, საიდანაც შედის სანქცირებული ტვირთები. ამას მოწმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ზრდა გასული წლის განმავლობაში. ყოფილა დღეები, როცა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტში 3 ათასი მანქანაც კი ყოფილა ერთბაშად თავმოყრილი, რომლის გატარებისათვის რამდენიმე კვირა იყო საჭირო.
არსებობს ეჭვები სხვა ქვეყნებიდანაც საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული ტვირთების რუსეთში შეტანისა.
საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არა გამოუცია რაიმე სახის ნორმატიული აქტი, რომელიც სანქციების გვერდის ავლასთან ყოფილიყოს დაკავშირებული”, – წერს გოცირიძე.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს