
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო დემოკრტიის ხარისხით ჩამორჩება მოლდოვას, რადგან მოლდოვამ გააძევა თავისი ოლიგარქი პლახატნიუკი და ჩვენი ოლიგარქი კულისებიდან მართავს ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იმას მიანიშნებს, რომ მათ ევროპელი პარტნიორებისაგან შენიშვნები დაიმსახურეს.
“ყველა ეს განცხადება არის თავის დაზღვევისთვის, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ დემოკრატიის ხარისხით საქართველო ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაც. ის, რომ თურმე მოლდოვაზე წინ ვართ, ნურას უკაცრავად, მოლდოვაა ჩვენზე წინ, რადგან მოლდოვამ გააძევა თავისი ოლიგარქი პლახატნიუკი და ჩვენი ოლიგარქი კულისებიდან მართავს ქვეყანას. ისტორიული მოვლენის წინ დემონსტრაციულად აკავებ ნიკა გვარამიას, ეს ნიშნავს მოქმედებ რუსეთის დავალებით, ან გაწუხებს აუტანელი ბოღმა, მაგრამ საკუთარ ბოღმას ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადააყოლო“, – განაცხადა გოცირიძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის საწინააღმდეგო დეზინფორმაციაის გავრცელებაში ოპოზიციაა დაანანაშაულია, მისი თქმით, საქართველო სინამდვილეში დემოკრატიის თვალსაზრისით წინ უსწრებს მოლდოვას და უკრაინას.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს