
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლება საზღვრებს დაკეტავს იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთი ეტყვის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის ნების გარეშე აქ რუსეთის მოქალაქეები ვერ შემოვლენ, რადგან შემოდიან, ეს ნიშნავს, რომ ეს მის ინტერესშიც შედის.
“თუ რუსეთი ეტყვის, რომ ჩაკეტე, იმიტომ რომ დეზერტირები მოდიან და მე ეს ხალხი უკრაინაში საბრძოლველად უნდა წავიყვანო, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეასრულებს, მაგრამ რაში სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას ვინმესთვის ხვეწნა, რადგან თუ თვითონ არ გამოატარა, ისე ეს ხალხი აქ ვერ შემოვა.
ამიტომ ჩვენ დავინახავთ, რუსეთი გაატარებს თუ არა რაღაც ნაწილს და როგორი იქნება ეს სელექციური მიდგომა“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი განმარტებით, “ქართული ოცნება“ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის კარებს ფართოდ უხსნის საკუთარი სამშენებლო ბიზნესის გამო. აქ ჩამოსული ხალხი საკუთრებას იძენს და მკვიდრდება, რისი შედეგებიც მოკლე ხანში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს