Logo

რომან გოცირიძე – საქართველოს კონსტიტუციით რომელიმე პარტია თუ ასაკრძალია, ეს “ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან

პოლიტიკა
1274
Frontnews image description

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია და საქართველოს კონსტიტუციით თუ რომელიმე პარტიაა ასაკრძალი, ეს „ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან.

 

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ სოზარ სუბარმა მოლდოვა ახსენა, სადაც პრორუსული და კრემლის მიერ მართული პარტია აიკრძალა, რომელთა ლოზუნგები „ხალხის ძალის“ პოზიციას პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ემთხვევა.

 

“როგორც მოლდოვაში აიკრძალა ეს პარტია, საქართველოშიც ასე უნდა აიკრძალოს „ხალხის ძალა“. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს კენჭი ორჯერ უყარეს და თუ არ ვცდები, 46 ხმა ჰქონდათ. ეს არის სისულელე, იაფფასიან პიარზე აგებული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც საქართველოში რუსულ ინტერესებს პირდაპირ ემსახურებიან“, – განაცხადა გოცირიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები