
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში, შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
“უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ სწორ გზას ადგას. მისი ყველა განცხადება, მათ შორის უკრაინის სოლიდარობაზე, რუსეთის შეფასება და ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად საგარეო კურსის ცვლილებაზე, სწორი გზავნილებია. ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ მას შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში. შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია.
როდესაც ამბობს, ზეწოლის გარეშე შეუძლია ვინმეს შეწყალება და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს დაგვიანებულია. ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს