
ავტორი
Front News საქართველო
სიღატაკე, ეს არის ერთი სიტყვა, რითაც შეიძლება ეს ქვეყანა დახასიათდეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ეფექტი შექმნა რუსეთიდან შემოსულმა ფულმა, რაც არ ნიშნავს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
“რუსეთიდან შემოსულმა თითქმის ასი ათასმა ადამიანმა, რომლებიც აქ რჩებიან, ბუნებრივია, ფული შემოიტანეს, ეს გადმორიცხვები ქაღალდზე რაღაცას აჩენს. ეს არის ერთჯერადი მოულოდნელი ეფექტის შედეგი, რომელსაც სტაბილური ეკონომიკური ზრდის არავითარი საფუძველი არ აქვს, პირიქით, რისკების შემცველია. სიღატაკე, ეს არის ერთი სიტყვა, რითაც შეიძლება ეს ქვეყანა დახასიათდეს და სიღატაკის შემქმნელი ხელისუფლება შეიძლება დახასიათდეს, როგორც არაკომპეტენტური მავნებელი, არაეფექტიანი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს