
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ველოდით, სიმართლე არ აღმოჩნდა “ქართული ოცნების” დაპირება, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მათ თავიანთი კანდიდატურა არ ეყოლებოდათ, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი ძალა სახალხო დამცველის პოსტზე ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას ცდილობს, რაც გაართულებს შეთანხმებას.
“როგორც ველოდით, სიმართლე არ აღმოჩნდა “ქართული ოცნების“ დაპირება, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თავიანთი კანდიდატურა მათ არ ეყოლებოდათ, სინამდვილეში შემოაპარეს რამდენიმე კანდიდატი. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ზოგი მათგანი შეიძლება წარსულში თავისი საქმიანობით დაკავშირებული იყოს ხელისუფლებასთან, ან ჩანდეს, რომ ადვილად დასაყოლიებელი და პოლიტიკურად მართული იქნება.
“ოცნებას“ რომ არ უნდა მისგან დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა, ჩანს მათ განცხადებებში. პირდაპირ ამბობენ, რომ არ დაუჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩვენც ვუჭერთ მხარს და ასახელებენ რამდენიმე გვარს, რომელიც მათ მოსწონთ.
თუ ვერ მოიპოვეს ეს ორი ხმა, რომელიც ჭირდებათ ოპოზიციიდან, მაშინ დაიწყება ყველაფერი ისე თავიდან და ეს პროცესი გაიწელება მრავალი თვის განმავლობაში. ეს პირდაპირ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მომავალი კვირიდან სახალხო დამცველების კანდიდატებთან გასაუბრება სასესიო ფორმატში გაგრძელდება.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს