Logo

რომან გოცირიძე – სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და რა მინიმალური რესურსებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ

პოლიტიკა
1333
Frontnews image description

ვინც ამბობს, მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

“ვიღაცებს კერძო, პარტიული ინტერესები აქვთ, რადგან პარლამენტში არ იმყოფებიან და საერთოდ არ აწყობთ, 30-კაციანი პარტია იყოს წარმოდგენილი. მათ ურჩევნიათ, ვიყოთ ქუჩაში, რათა მოვწყდეთ საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ დეპუტატის სტატუსი არ გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები არ დაიჭერენ ურთიერთობას. ვინც ამბობს, მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს. ეს ყველაფერი სასაცილოა. უკვე არჩევნები მოვიდა, სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და რა მინიმალური რესურსებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. 

 

მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, – განაცხადა გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები