
ავტორი
Front News საქართველო
სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარული სხდომაზე.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 500 წლის წინ, ინკვიზიციის პერიოდში ლომჯარიას კოცონზე დაწვავდნენ.
“500 წლის წინ რომ ყოფილიყავით ინკვიზიციის პერიოდში კოცონზე დაგწვავდნენ. თქვენ ახლა დაგაბრალეს კონკორდატის ღალატი. რა კონკორდატი, სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას. ეკლესიას ვინ ერჩის ყველამ კარგად იცის. ეკლესიას ერჩის “ქართული ოცნება’’ და სუსი”, – განაცხადა გოცირიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს