
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.
“სხდომათა დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი შემოვიდა და თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით მას. თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მტრულად დახვდით მთელ ქვეყანას. თქვენ აღვივებთ ქვეყანაში კონფრონტაციას, რისი დადასტურებაც არის თქვენი დღევანდელი საქციელი. თქვენ პატივს არ სცემთ კონსტიტუციას, გერბს და დროშას, პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო“, – განაცხადა გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს