რომან გოცირიძე – თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდა, ციხეში წავა არა მხოლოდ “ვივამედის” ხელმძღვანელობა, არამედ ბევრი სხვა


ავტორი
Front News საქართველო
“ვივამედი” ნაწილობრივ ციხეა და ახლა დემაგოგიურ განცხადებებს ნუ აკეთებენ, თურმე რეპუტაციულ ზიანს იღებენ, თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდა, დახურავენ და და ციხეში წავა არა მხოლოდ „ვივამედის“ ხელმძღვანელობა, არამედ ბევრი სხვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
“თურმე, ახლა რეპუტაციული ზიანი ადგებათ იმაში, რომ ადამიანი ხელში აკვდებათ, ახლა გაახსენდათ ხომ? ეს არის მუქარა, რომ გადაიყვანენ კვლავ ციხეში ან ციხის საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას დამოუკიდებლად არ აკეთებენ. დამოუკიდებლად რომ რამის გაკეთების თავი ჰქონოდათ, მანამდე გააკეთებდნენ განცხადებას.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მისულია იმ ზღვრამდე, როცა მისი ცხოვრება შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად. თუ ეს მოხდა, აქედან როგორ გაასწრებს ივანიშვილი და ბევრი სხვა, ესეც საკითხავია. სააკაშვილის სიცოცხლეს ნუ ეთამაშებიან ნურც “ვივამედში” და ნურც ხელისუფლებაში. უცხოეთში მისი გადაყვანის გარეშე შეიძლება, ყველაფერი კატასტროფულად დამთავრდეს, გადაწყვეტილება დროზე მიიღონ.
სულელურია განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ჭამს. რა მნიშვნელობა აქვს არ ჭამს თუ ვერ ჭამს, კვდება. როცა ადამიანი კვდება, ექიმმა უნდა თქვას, რაშია საუკეთესო გამოსავალი. თუ უცხოეთში გადაყვანაა გამოსავალი, ეს უნდა თქვას ექიმმა და არა ის, რომ არ და ვერ ჭამს“, – განაცხადა გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე

მიხეილ სააკაშვილი – პატიმრობაში კარგად დავინახე თუ ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!

მიხეილ სააკაშვილი – ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ

მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული, მომინახულეთ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი