რომან გოცირიძე – თუ ოპოზიცია ისეთ პლატფორმაზე გაერთიანდება, რომელიც ხმებს დაიცავს, კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების შანსი იქნება

ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს და ნიშნავს, რომ უნდა მოვიდეს ოპოზიცია. ძალიან ელემენტარული ლოგიკაა მასში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია ისეთ პლატფორმაზე გაერთიანდება, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს დაიცავს, მაშინ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების შანსი იქნება.
“მისი განცხადება ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს და ნიშნავს, რომ უნდა მოვიდეს ოპოზიცია. ძალიან ელემენტარული ლოგიკაა მასში.
ოპოზიცია ცალ-ცალკე ხელისუფლებაში ვერ მოვა. თუ ოპოზიცია ისეთ პლატფორმაზე გაერთიანდება, რომელიც იმ ხმებს დაიცავს, როგორც უმრავლესობას, ვინაიდან, ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია და მაღალი ბარიერის გამო ხმები არ დაიკარგება, მაშინ არსებობს კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების შანსი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით, პოლარიზაციისა და ოლიგარქიის დასასრული კოალიციური მმართველობაა.
თაგები:
რომან გოცირიძე




