
ავტორი
Front News საქართველო
თუ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკა ასე გააგრძელა, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა. ეს კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დახმარებების შეჩერებას მოჰყვება დაფინანსების შეწყვეტა საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან.
“თუ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკა ასე გააგრძელა, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა. ამას კატასტროფული შედეგები ექნება, რადგან დახმარებების შეჩერებას დომინოს პრინციპით მიჰყვება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დახმარების შეწყვეტა, არამედ დაფინანსების შეწყვეტა ისეთი საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ანუ მთელი ის მილიარდობით ინვესტიციები, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული სტრუქტურების მიერ ხორციელდება. ეს კატასტროფა იქნება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს