Logo

რომან გოცირიძე – თუ ტრაგედია ხდება, უნდა მოიხადო ბოდიში და წახვიდე

პოლიტიკა
362
Frontnews image description

თუ ტრაგედია ხდება, უნდა მოიხადო ბოდიში და წახვიდე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, თბილისის მერმა მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. 

 

“როდესაც მიდიხარ და ლენტებს ჭრი და ყელყელაობ ტელევიზორში, რომ რაღაც კარგი გააკეთე და ქულებს იწერ, რომ კარგი პროექტი გააკეთე, მაგალითად ხიდი გახსენი, თუ ეს პროექტი ცუდია, მაშინ ქულები გეწერება მინუს ნიშნით, ხოლო თუ ტრაგედია ხდება, უნდა მოიხადო ბოდიში და წახვიდე. როგორ შეიძლება იყო მერი, რომელიც ვერ გაეკარება ვერც ერთ ისეთ ღონისძიებას, რომლითაც უკვე ქულების დაწერას ვერ შეძლებს?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.  

 

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს, თბილისის მერიის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა, ოპოზიციის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებელი თბილისი მერია, რომლის  გადადგომას ითხოვს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები