რომან გოცირიძე – წინასაარჩევნოდ ამის ჩადენა არის თავხედობა ხელისუფლების მხრიდან და ანტიდასავლური კურსის გამოვლინება


ავტორი
Front News საქართველო
წინასაარჩევნოდ ამის ჩადენა არის თავხედობა ხელისუფლების მხრიდან და ანტიდასავლური კურსის გამოვლინება, ასევე, სურვილი, რომ ქვეყანა დააბრუნონ ავტორიტარულ მმართველობაში, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ქვეყანაში შექმნას ავტორიტარული რეჟიმი და ფაქტობრივად, მოემსახუროს რუსეთს.
“წინასაარჩევნოდ ამის ჩადენა არის თავხედობა ხელისუფლების მხრიდან და კიდევ ერთი გამოვლინება ანტიდასავლური კურსისა და სურვილი, რომ ქვეყანა დააბრუნონ ავტორიტარულ მმართველობაში. მათ უნდათ, რომ ქვეყანაში შექმნან ავტორიტარული რეჟიმი და ფაქტობრივად, მოემსახურონ რუსეთს. ამ ყველაფერს მათ არავინ შეარჩენს, არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვინაიდან, ამერიკული კომპანიის დემონსტრაციული ჩხრეკა არის წინასაარჩევნოდ რუსეთისთვის გზავნილი, რომ ისინი არ ეგუებიან არავის, მით უმეტეს, კომპანიას, რომელიც, როგორც თავად ეკონომიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, არის წესიერი და არ ყოფილა არასდროს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
24 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა. ჩხრეკა ჩატარდა “ვაკე პლაზაში” მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში, ასევე, Atlantic Council-ის თანამშრომლების – სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის და ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლებში. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ე.წ. “ქოლ-ცენტრებს” ეხება.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს