რომან გოცირიძე - თუ “ლუკოილის” ჩვენი სადგურების მფლობელი რუსული კომპანიაა, რადგან საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, იგი პირდაპირ არ დაიხურება, მაგრამ ბანკები გაუჩერებენ ანგარიშებს


ავტორი
Front News საქართველო
თუ “ლუკოილის” ჩვენი სადგურების მფლობელი რუსული კომპანიაა, რადგან საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, იგი პირდაპირ არ დაიხურება, მაგრამ ბანკები გაუჩერებენ ანგარიშებს, ვერ იმუშავებენ ტერმინალები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ Front News-თან განაცხადა.
მისი თქმით, ნაღდი ფულით გაყიდვის შემთხვევაში ვერ მოახდენენ მის ინკასაციას, ანუ ბანკებში შეტანას.
"ბევრი წერს სოციალურ ქსელში, ვინც ამერიკაში ცხოვრობს, რომ “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურები ისევ მუშაობს და არ დახურულა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ძალაში შევიდა. მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს:
- ბენზინგასამართი სადგური ეკუთვნის ამერიკელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მუშაობის “ლუკოილის” ბრენდის ქვეშ (ე. წ. ფრანჩაიზი). სანქცირდება ისეთი პირი, სადაც 50 პროცენტზე მეტი არის “ლუკოილის” საკუთრება პირდაპირ ან ირიბად. როგორც ირკვევა, ამერიკაში სადგურების უმრავლესობა ფრანჩაიზია.
- სხვადასხვა შტატს განსხვავებული მიდგომა აქვს. შეიძლება ზოგმა სანქცია ამ ფორმის ბიზნესზეც გაავრცელოს. ამას უნდა დრო და იურიდიული პროცედურები.
- საწვავს არ ასხამენ რუსულს, ანუ არც “როსნეფტისას” და არც “ლუკოილისას”.
რაც შეეხება საქართველოს, თუ “ლუკოილის” ჩვენი სადგურების მფლობელი რუსული კომპანიაა, რადგან საქართველო არაა მიერთებული სანქციებს იგი პირდაპირ არ დაიხურება, მაგრამ ბანკები გაუჩერებენ ანგარიშებს, ვერ იმუშავებენ ტერმინალები. ნაღდი ფულით გაყიდვის შემთხვევაში ვერ მოახდენენ მის ინკასაციას, ანუ ბანკებში შეტანას. მათთვის გამოსავალი არის წილის გაყიდვა, ისე რომ 50 პროცენტზე ნაკლები გახდეს სანქცირებული პირის მფლობელობა. ასე მოხდა “ბორჯომში”.
ბევრს, პირველ რიგში, ამერიკაში, არ სიამოვნებს რომ არ დახურულია “ლუკოილის” სადგურები. მსოფლიოშიც ათასობითაა, მაგრამ “ლუკოილი” არაა მხოლოდ სადგურები და არა იმდენად სადგურები. მისი მთავარი შემოსავალი ნავთობით ვაჭრობაა, რაშიც უდიდესი პრობლემები შეექმნება. ასევე მოხდება “როსნეფტთან” დაკავშირებით", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აშშ-მა რუსეთის 2 უმსხვილეს ნავთობკომპანიას, "როსნეფტს" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა.
თაგები:
რომან გოცირიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა