რომან გოცირიძე – უმწარებენ და ურთულებენ ცხოვრებას ადამიანებს და მათ ბიზნესებს


ავტორი
Front News საქართველო
თუ იმპორტიორს სჭირდება დოლარი საქონლის შემოსატანად ან რაიმე ნივთის შესასყიდად და განსაკუთრებით, ეს ეხება ბიზნესმენს, ის ვერ აიღებს 500 000 ლარის ეკვივალენტამდე დოლარს. აუცილებლად ლარში უნდა აიღოს სესხი, დააკონვერტიროს, ბანკები გაძარცვავენ ამ პროცესში საკომისიოს სახით, რადგან მაღალი პროცენტით მოუწევს აღება, როგორც ვიცით, ლარში სესხი მაღალი პროცენტით დაიშვება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ე.წ. ლარიზაციის კოეფიციენტი უნდა იყოს დაცული, უმწარებენ და ურთულებენ ცხოვრებას ადამიანებს.
“თუ იმპორტიორს სჭირდება დოლარი საქონლის შემოსატანად ან რაიმე ნივთის შესასყიდად და განსაკუთრებით, ეს ეხება ბიზნესმენს, ის ვერ აიღებს 500 000 ლარის ეკვივალენტამდე დოლარს. აუცილებლად ლარში უნდა აიღოს სესხი, დააკონვერტიროს, ბანკები გაძარცვავენ ამ პროცესში საკომისიოს სახით, რადგან მაღალი პროცენტით მოუწევს აღება, როგორც ვიცით, ლარში სესხი მაღალი პროცენტით დაიშვება. იმის გამო, რომ ე.წ. ლარიზაციის კოეფიციენტი უნდა იყოს დაცული, უმწარებენ და ურთულებენ ცხოვრებას ადამიანებს და მათ ბიზნესებს. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, თუ უნდათ ლარში აიღონ და თუ უნდათ დოლარში, რადგან დოლარში მეტად იაფია სესხი, ვიდრე ლარში და ეს ყველაფერი თვითონ უნდა გათვალონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მომავალი წლიდან მოქალაქეებისვის სესხის აღების პირობები იცვლება. პირველი იანვრიდან, მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში თანხას ვერ ისესხებს თუ 500 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა დასჭირდება.
თაგები:
რომან გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა