Logo

რომან გოცირიძე – უნდა გაკეთდეს ძალიან მკაცრი განცხადება, ვინაიდან ორგანიზებული თავდასხმაა საქართველოს სუვერენიტეტზე

პოლიტიკა
290
Frontnews image description

ეს ყველაფერი რუსეთის მიერ არის ორგანიზებული, რომლის საბაბიც მისცა საქართველოს ხელისუფლებამ. უნდა გაკეთდეს  ძალიან მკაცრი განცხადება, ვინაიდან ორგანიზებული თავდასხმაა საქართველოს სუვერენიტეტზე, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

  
მისი თქმით, რუსეთს უკვე საქართველოზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე სომხეთზე.

 

“ეს ყველაფერი რუსეთის მიერ არის ორგანიზებული კამპანია, რომლის საბაბიც მისცა საქართველოს ხელისუფლებამ. აგერ კიდევ ალექსანდრ ლუკაშენკომ მოუწოდა საქართველოს დსთ-ში დაბრუნება. “ქართული ოცნებისთვის” არაფერია წმინდა, მათთვის მთავარია, ემსახურონ ბიძინა ივანიშვილს და ივანიშვილმა კი საქართველოსა და რუსეთში  თავისი გავლენები და ფული შეინარჩუნოს. 

 

როგორც ივანიშვილი იტყვის და როგორც ივანიშვილის ფინანსურ და პირად ინტერესებს დააკმაყოფილებს, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ხელისუფლება. 

 

რუსეთს უკვე საქართველოზე  უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე სომხეთზე, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ეკონომიკის ნახევარი რუსეთის ხელშია და მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი არის დსთ-ის და რუსეთის სამხედრო ალიანსის წევრი. 

 

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ძალიან მკაცრი განცხადება, მათ შორის ლავროვის, ლუკაშენკოსა და დღევანდელი ამ განცხადებების საპასუხოდ, ვინაიდან ძალიან ორგანიზებული თავდასხმაა საქართველოს სუვერენიტეტზე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას მოითხოვს, კერძოდ, საუბარია ბაქოსა და მინსკზე. ამის შესახებ კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტი აცხადებენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები