
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ გამომსვლელები მხოლოდ ორ საკითხზე საუბრობენ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია და რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს. თავის მართლების მდგომარეობაში იმყოფება მთელი პარტია და ძალიან კარგად ხვდებიან რომ არ გამოსდით, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დამნაშავეები არიან“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე მხარის არ დაჭერით ისტორიაში სამარცხვინო ლაქით შევიდა.
“ვერაფერი გაგამართლებთ, გაახარეთ რუსეთი, ისტორიაში შეხვედით სამარცხვინო ლაქით. არავინ დაიწყებს დეტალების გარკვევას, როდესაც რეზოლუციის შედეგებს ვინმე შეისწავლის. ფაქტია, რომ თქვენ მხარი არ დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთი დაგმობილია, როგორც აგრესორი ქვეყნა, გამოცხადებული ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებულია ქვეყნად, რომელმაც ჩაიდინა ომის დანაშაული. თქვენ არასდროს იყავით სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამ პერიოდში ყოველთვის იყავით რუსეთის მხარეზე და დღესაც თქვენ ეს დაამტკიცეთ ამ რეზოლუციისადმი არ მიერთებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს