
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებას და რა მოტივით, ეს არ დარჩება გაურკვეველი, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა იყო ფარული, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
“მიუხედავად შეთანხმებისა, ოპოზიციიდან ხუთმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მოსამართლეებს. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყვნენ ისინი “გირჩიდან” და ელისაშვილის ჯგუფიდან, ვინაიდან მათ არ დატოვეს დარბაზი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არ ყოფილან.
თუ ვინ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებას და რა მოტივით, ეს არ დარჩება გაურკვეველი, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა იყო ფარული”, – წერს გოცირიძე.
სხდომა, რომელზეც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრა იმართებოდა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა სამ კანდიდატს მხარი დაუჭირა.
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს