Logo

რომან გოცირიძე – ვინც პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, რაღაც პერიოდის თმენის შემდეგ მივუჩენ საკუთარ ადგილს

პოლიტიკა
1123
Frontnews image description

ვინც პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, რაღაც პერიოდის თმენის შემდეგ მივუჩენ საკუთარ ადგილს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მოუსმენია.

 

“თუ ჩემი რეფორმის შინაარსი არ მოგწონთ, რეფორმის ავტორის პირად შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარ?  ეს იყო მთავარი ბიძგის მიმცემი და ამავე დროს დაემთხვა უკვე ბატონი ცაგარეიშვილის უკვე მესამე შეურაცხყოფები, გამონათქვამები და ვუპასუხე მას. არასდროს პიროვნებას არ ვეხები, არასდროს პირველი კონფლიქტს არ ვიწყებ. ვინც პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, რაღაც პერიოდის თმენის შემდეგ მივუჩენ საკუთარ ადგილს. რა სიტყვებიც გამოვიყენე,  ეს ახალი არ არის. ყველა ეძახის მაგას “მტირალა გაიშნიკს”. გაიშნიკს” რატომ ეძახიან ვიცი, მაგრამ “მტირალას” რატომ ეძახიან, არ ვიცი”, – განაცხადა რომან  გოცირიძემ.

 

პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატ გია ცაგარეიშვილს და ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

 

რომან გოცირიძემ გუშინ “ქართული ოცნების” დეპუტატს “მტირალა გაიშნიკი” უწოდა, რის გამოც დღეს გია ცაგარეიშვილმა რომან გოცირიძე ტრიბუნიდან “პატარა კაცად” მოიხსენია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები