
ავტორი
Front News საქართველო
ახალი სპორტის სახეობა გაჩნდა – მიშას პორტრეტები ფეისბუკზე და “ნაციონალური მოძრაობის” და მთელი ოპოზიციის წყევლა-კრულვა საჯარო სივრცეში, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
“ზოგს (გაქნილებს) საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და ისე ადარდებს მიშას ბედი, როგორც მე უნგრეთის ვიცე-პრემიერისა კულტურის დარგში (ეს ისე, ხატოვნად, თორემ ასეთი პოსტი არც არსებობს), ზოგი შენიღბულად ეწევა ხელისუფლების (სუსის) თამაშს, ზოგი ფეხისხმასაყოლილია, ზოგი დაბნეული და ზოგიც გულწრფელად შეწუხებული.
როგორ გავარკვიოთ ვინ რა მოტივით მოქმედებს ამ მრავალფეროვნებაში? ეს უკვე ხელოვნების სფეროა. ცოტა გამოცდილებაა საჭირო, ცოტა ინფორმირებულობა, ცოტა ისტორიის ცოდნა და ცოტაც ადამიანთა “მორალურ-პოლიტიკური დონის” შეფასების უნარი.
თუ ეს კომბინირებული უნარები არ გაგაჩნიათ, გულს ნუ გაიტეხთ, ყველაზე მარტივი ინდიკატორი არის დრო. დროს ყველფერი გამოაქვს სააშკარაოზე. სამწუხაროდ, ამას ერთი ნაკლი აქვს-ჭეშმარიტებას ვერ იგებ დღეს, ამას შეიტყობ ხვალ”, – წერს გოცირიძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Froman.gotsiridze%2Fposts%2Fpfbid0QEfywhEAsUdJYQyZh1sckeiZ35UbWT263dx43rtjNt4yaAj8aHBEYyZAGz5VBdgYl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
რომან გოცირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს