Logo

რომის პაპი აცხადებს, რომ კიევში ჩასვლის დიდი სურვილი აქვს

მსოფლიო
358
Frontnews image description

რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს განაცხადა, რომ მას სურს უკრაინას ეწვიოს.

 

“კიევში ჩასვლის დიდი სურვილი მაქვს“, – განაცხადა პაპმა უკრაინაში შესაძლო სამომავლო მოგზაურობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებთან თვითმფრინავში, კანადის მიმართულებით ფრენის დროს.

 

ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. გასულ თვეში მან დაუფარავად დაადანაშაულა მოსკოვი “სასტიკ და უაზრო აგრესიულ ომში”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები