რომის პაპი – ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერის, ლოცვის შემოთავაზება შეგვიძლია და თქმა: უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ


ავტორი
Front News საქართველო
სააღდგომო ღამისთევისას რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომი კიდევ ერთხელ დაგმო და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
“ჩვენ ყველა ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად. ჩვენ ვლოცულობთ, რადგან თქვენ ბევრი ტანჯვა გამოიარეთ. ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერის, ლოცვის შემოთავაზება შეგვიძლია და თქმა – უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ“, – განაცხადა ფრანცისკემ.
პაპმა ქადაგების დასასრულს ტრადიციული სააღდგომო მისალმება „ქრისტე აღსდგა!“ უკრაინულად წარმოთქვა.
მსახურებას უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ესწრებოდა, რომელიც მარტში ოკუპანტებს რამდენიმე დღით გატაცებული ჰყავდათ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს