Logo

რონალდუს სადებიუტო გოლმა “ალ ნასრი” მარცხისგან იხსნა

731
Frontnews image description

საუდის არაბეთის ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში, “ალ ნასრი” “ალ ფატეჰს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

 

“ალ ნასრი” 90-ე წუთისთვის მეტოქეს ერთი ბურთით ჩამორჩებოდა და დიდი შანსი იყო შეხვედრა წაეგო, თუმცა 91-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სადებიუტო გოლი, რომელიც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა “ალ ნასრის” რიგებში გაიტანა.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები