“როსავიაცია” ადასტურებს, რომ პრიგოჟინი და უტკინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“როსავიაციის” ინფორმაციით, Embraer Legacy-ის კერძო თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
“ავიაკომპანიის ცნობით, Embraer-135 (EBM-135BJ) ბორტზე შემდეგი მგზავრები იმყოფებოდნენ: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრე ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსევი, ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი, მეორე პილოტი, რასპოპოვა კრისტინა, ბორტგამცილებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაცემულია დადგენილი წესით.
თაგები:
ევგენი პრიგოჟინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს